“არ ვდებთ ფსონს აშშ-ის წაგებაზე, არ ვცდილობთ შეერთებული შტატების გამოწვევას, ჩინეთის მიმართ ეს არც აშშ-მა უნდა გააკეთოს ” – სი ძინპინი
ჩინეთი არასდროს დებს ფსონს იმაზე, რომ შეერთებული შტატები წააგებს და არ ცდილობს შეერთებული შტატების გამოწვევას.
ამის შესახებ ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა ამერიკელი მეგობარი ჯგუფების მისასალმებელ ბანკეტზე გამოსვლისას განაცხადა, – იტყობინება Xinhua.
”ჩინეთი არასდროს დებს ფსონს იმაზე, რომ შეერთებული შტატები წააგებს, არასდროს ერევა შეერთებული შტატების საშინაო საქმეებში და არ ცდილობს შეერთებული შტატების გამოწვევას ან შეცვლას”, – ციტირებს სააგენტო ჩინეთის ლიდერის სიტყვებს.
სი ძინპინმა აღნიშნა, რომ ჩინეთი სიამოვნებით აკვირდება შეერთებული შტატების განვითარებასა და კეთილდღეობას.
მისი თქმით, შეერთებულმა შტატებმა ასევე “არ უნდა დადოს ფსონი იმაზე, რომ ჩინეთი წააგებს ან ჩაერიოს ჩინეთის შიდა საქმეებში”.
ჩინეთის ლიდერმა თქვა, რომ ჩინეთ-ამერიკის ურთიერთობების იმედი ხალხშია, მათი მომავალი კი ახალგაზრდობაში, პოლიტიკოსმა ხაზი გაუსვა ორი ქვეყნის ხალხებს შორის კავშირებისა და ურთიერთგაცვლის გაღრმავების აუცილებლობას.
15 ნოემბერს, სან-ფრანცისკოში APEC-ის სამიტის ფარგლებში, ჯო ბაიდენმა და სი ძინპინის მოლაპარაკება გაიმართა.