“მხარეებმა პალესტინა-ისრაელის კონფლიქტი და უკრაინის კრიზისი განიხილეს” – ჩინეთის საგარეო უწყება სი ძინპინის და ჯო ბაიდენის შეხვედრაზე

ჩინეთის და აშშ-ის პირველი პირების შეხვედრა ოთხ საათს გაგრძელდა, მოლაპარაკებები იყო ყოვლისმომცველი და სიღრმისეული.

ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვანგ იმ შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

დიპლომატმა აღნიშნა, რომ ორი სახელმწიფოს მეთაურებს შორის მოლაპარაკება “ძალიან კარგად” ჩატარდა და იყო “ყოვლისმომცველი და ღრმა”.

„პირადი შეხვედრის დროს ორი ქვეყნის მეთაურებმა აზრები გაცვალეს, გამოთქვეს მოსაზრებები ყველაზე აქტუალურ საკითხებზე, როგორიცაა ერთმანეთის სწორი გაგების განვითარება, განსხვავებების სწორად მართვა, დიალოგისა და თანამშრომლობის ხელშეწყობა“, – განაცხადა მან.

ვანგ ის თქმით, მხარეებმა ყველა მხრივ განიხილეს ისეთი საერთაშორისო საკითხები, როგორიცაა პალესტინა-ისრაელის კონფლიქტი, უკრაინის კრიზისი, კლიმატის ცვლილება და ხელოვნური ინტელექტი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები