„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) კვლევის თანახმად, მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, გამოკითხულთა 25% ამბობს, რომ მხარს „ქართულ ოცნებას“, 13% კი „ნაციონალურ მოძრაობას“ დაუჭერდა.
სხვა პარტიების შედეგები ასე გადანაწილდა:
- „საქართველოსთვის“ – გიორგი გახარია – 4%;
- სტრატეგია აღმაშენებელი – გიორგი ვაშაძე – 3%;
- „ხალხის ძალა“ – 1%;
- „ლელო“ – 2%;
- „გირჩი“ – 3%;
- გირჩი & დროა – ზურაბ ჯაფარიძე, ელენე ხოშტარია – 2%;
- „ლეიბორისტული პარტია“ – შალვა ნათელაშვილი – 2%;
- „მოქალაქეები“ – ალეკო ელისაშვილი – 2%;
- „ხალხისთვის“ – ანა დოლიძე – 2%;
- „პატრიოტთა ალიანსი“ – 1%;
- „ევროპული საქართველო“ – გიგა ბოკერია – <1%;
- სხვა – 1%;
- კონსერვატიული მოძრაობა – „ალტ-ინფო“ – 1%;
- სხვები – 2%;
- გაფუჭებული საარჩევნო ბიულეტენი – 11%;
- ხმას არ მივცემდი – 6%;
- არ ვიცი – 18%;
- უარი პასუხზე – 5%.
კვლევა ჩატარდა 2023 წლის 14 სექტემბერი – 14 ოქტომბრის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა „IPM“-ის მიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1200 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი – 73%.
კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.