პარლამენტმა „უმაღლესი განათლების შესახებ” კანონში ცვლილება პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა და 79 ხმით მხარი დაუჭირა „უმაღლესი განათლების შესახებ” კანონში ცვლილებას.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის ნოდარ პაპუკაშვილის განმარტებით, „უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონს დაემატება მუხლი, რომელიც დაარეგულირებს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ფინანსური დავალიანების მქონე სტატუს შეჩერებული სტუდენტების სწავლის ხელშეწყობის მიზნით 2023 წელს გასატარებელ ღონისძიებებთან დაკავშირებულ საკითხს.

2023 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით, გადასახდელი სწავლის საფასურის ჩამოწერაზე (განულების) სურვილი გამოთქვა 26-მა კერძო უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ, ხოლო დავალიანების ჯამურმა ოდენობამ 14 ათასამდე სტუდენტზე შეადგინა დაახლოებით 17.0 მლნ ლარი, ხოლო 18 სახელმწიფო უნივერსიტეტში დავალიანების ჯამურმა ოდენობამ 13 ათასამდე სტუდენტზე შეადგინა დაახლოებით 12.5 მლნ ლარი. ჯამში 29.5 მლნ ლარი.

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები