გიორგი ჟვანია ყოფილ მთავრობასა და კომპანია Kreab-ს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას ასაჯაროებს

საქართველოს პარლამენტის წევრი გიორგი ჟვანია 2006-2008 წლებში საქართველოს მთავრობასა და კომპანია Kreab-ს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას ასაჯაროებს. ჟვანიას განცხადებით, საქართველოს მთავრობასა და კომპანია Kreab-ს შორის, რომლის დირექტორი შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნამდე კარლ ბილდტი იყო, ხელშეკრულება 2006 წელს გაფორმდა. დოკუმენტაცის თანახმად, რომელიც გიორგი ჟვანიამ ჟურნალისტებს წარუდგინა, საქართველოს მთავრობას კომპანია Kreab-ის საკონსულტაციო მომსახურებაში აღნიშნულ პერიოდში გადახდილი აქვს 3 მილიონ 600 ათასი ლარი დღგ-ს გარეშე. მისი ინფორმაციით, დოკუმენტებს ზურაბ ნოღაიდელის, ვლადიმერ გურგენიძისა და გიორგი ბარამიძის ხელმოწერები აქვს.
“თანხების მოძიება მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ხდებოდა, გადარიცხვას კი კანცელარია ახორციელებდა. ამ დოკუმენტაციას ედო გრიფი “საიდუმლო”, მაგრამ მე მივმართე მთავრობის კანცელარიას, მოეხსნა გრიფი და ისინი ჩემთვის გადმოეცა. ამ გადარიცხვების და ხელშეკრულებების საფუძველზეც შეგვიძლია ვთქვათ, რომ კარლ ბილდტი ნამდვილად არ გამოდგება საქართველოში მიმდინარე მოვლენების ობიექტურ შემფასებლად, ვინაიდან აშკარად იკვეთება მისი კავშირები და ინტერესები სააკაშვილის ხელისუფლებასთან”, – განაცხადა გიორგი ჟვანიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები