“ისლამის სამსახურისთვის” – კადიროვის 15 წლის ვაჟმა უკვე მეშვიდე ორდენი მიიღო
ჩეჩნეთის ლიდერ რამზან კადიროვის 15 წლის ვაჟმა – ადამ კადიროვმა მეშვიდე ორდენი მიიღო.
ჩეჩნეთის მუფტიმ, სალაჰ-ჰაჯი მეჟიევმა ადამ კადიროვს I ხარისხის ჯილდო “ისლამის სამსახურისთვის” გადასცა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონების ყველა მუფთი, ასევე, სხვა ქვეყნების გამოჩენილი რელიგიური მოღვაწეები.
როგორც ჩეჩნეთის ეროვნული პოლიტიკის მინისტრმა, აჰმედ დუდაევმა დაწერა, ადამი დაჯილდოვდა “ისლამის და მისი ღირებულებების დაცვაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანისთვის”.
აღსანიშნავია, რომ აგვისტოში ადამ კადიროვმა ჩეჩნეთის დროებითი დაკავების იზოლატორში სასტიკად სცემა ნიკიტა ჟურავლიოვი, რომელიც ყურანის დაწვის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტია.