ცხოვრება “დიდი დეპრესიის” დროს

“დიდი დეპრესია” მასიური გლობალური ეკონომიკური ვარდნაა, რომელიც გრძელდებოდა 1929 წლიდან, დაახლოებით, 10 წლის განმავლობაში. მან გამოიწვია უამრავი ბანკის გაკოტრება, რეკორდული უმუშევრობა, ისევე, როგორც მთლიანი ეროვნული პროდუქტის, ინდუსტრიული წარმოების, აქციათა ბაზარზე ფასთა და ასევე, პრაქტიკულად, ეკონომიკის ზრდის ყველა პარამეტრის მკვეთრი ვარდნა. ვარდნის პიკი მიღწეულ იქნა1933 წელს, თუმცა, მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის შემდეგღა იქნა შესაძლებელი ისეთი ინდიკატორების, როგორიცაა ინდუსტრიული წარმოება, საწარმოო აქციათა ფასებისა და გლობალური ერთობლივი შიდა პროდუქტის 1929 წლის დონეზე აყვანა.

სახელწოდება „დიდი დეპრესია“ ამ მოვლენას იმ მიზეზის გამო დაარქვეს, რომ ეს იყო ინდუსტრიული ქვეყნების ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ვარდნა წარმოებასა და პროდუქტიულობაში და მისი ეფექტი საგრძნობლად მტკივნეული იყო.

ტერმინი „დიდი დეპრესია“ მიუთითებს არა მხოლოდ ეკონომიკურ მოვლენაზე, ის ასევე განსაზღვრავს ერთ მთლიან კულტურულ პერიოდს, რომელსაც მარტივად „დეპრესიას“ უწოდებენ.

ბოლო დროს ეკონომისტთა უმრავლესობა ემხრობა მოსაზრებას, რომ საფონდო ბაზრის კრახი 1929 წელს არ ყოფილა “დიდი დეპრესიის” პირდაპირი მიზეზი, არამედ უფრო შედეგი, რომელმაც კატალიზატორის როლი შეასრულა და მოვლენების დრამატულ განვითარებამდე მიგვიყვანა. იმდროინდელი ეკონომიკური მონაცემების სტატისტიკის შესწავლით, ნათელი ხდება დეპრესიის უფრო ღრმა მიზეზები, რომელთაც ასევე თან სდევდა ევროპის ეკონომიკური დაღმასვლა. დიდი დეპრესია გამოწვეული იყო შეერთებული შტატების ფედერალური რეზერვის მიერ წლების განმავლობაში გატარებული კატასტროფულად მცდარი მონეტარული პოლიტიკით, რომელიც წინ უძღოდა დიდ დეპრესიას. ინფლაციის შეკავების მიზნით, ფულის მიწოდების შეზღუდვის პოლიტიკამ მწვავე უკურეაქცია გამოიწვია, ვინაიდან ეკონომიკის ფაქტობრივი პრობლემა დეფლაცია იყო.

ეს იშვიათი ფერადი ფოტოები ასახავს ცხოვრებას აშშ-ში “დიდი დეპრესიის” დროს:


კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები