“ოპოზიციაში აცხადებენ, წავლეკავთ ხელისუფლებასო, პარალელურად ამბობენ, დეიდებო, ბიძიებო, დაგვეხმარეთ, საარჩევნო ბარიერი ხუთი პროცენტიდან ორ პროცენტამდე ჩამოწიეთო” – გურამ მაჭარაშვილი

“ოპოზიცია ბარიერთან დაკავშირებით სასაცილო მდგომარეობაში იგდებს თავს, ამბობს, წავლეკავთ ხელისუფლებას, ხელისუფლებაში მოვდივართო და ამის პარალელურად ამბობენ, დეიდებო, ბიძიებო დაგვეხმარეთ, იქნებ, საარჩევნო ბარიერი ხუთი პროცენტიდან ორ პროცენტამდე ჩამოწიოთ, რომ პარლამენტში რამდენიმე კაცი მაინც მოვხდეთო”, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

„ოპოზიციას აქვს ასეთი ალოგიკური შედარებები. გინახავთ სადმე ხუთპროცენტიან ბარიერ გადალახული პარტია ხელისუფლებაში მოვიდა? – ოპოზიციას არც საზოგადოების მხარდაჭერა აქვს და არც მათი პატრონები უჭერენ უკვე მხარს. ოპოზიციას სადარდებელი დარჩათ, რომ ვინმეს შეეკედლონ, რათა სიაში მოხვდნენ“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები