პარლამენტი დღეს დიდი გაბარიტების მქონე ავტოტრანსპორტის გადაადგილების შესახებ დაგეგმილ ცვლილებას პლენარულ სხდომაზე განიხილავს

პარლამენტი დღეს პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით
“ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” დაგეგმილ ცვლილებებს განიხილავს. ცვლილებები დიდი გაბარიტების მქონე ტრანსპორტის მიერ ადგილისა თუ დროის რეგულაციას ეხება, რომლის დარღვევის შემთხვევაში ჯარიმები იზრდება.

მოქმედი კანონმდებლობით, დიდი გაბარიტების მქონე ავტოტრანსპორტისთვის დარღვევაზე ჯარიმა 100 ლარია. ცვლილების მიხედვით კი, თანხა, პირველ ჯერზე, ათმაგდება და ხდება ათასი ლარი, დარღვევის განმეორების შემთხვევაში კი – 3 000 ლარი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები