პაატა კვიჟინაძე: ყველა პარტიას თავისი შეხედულება აქვს, ზოგს უნდა – სოციალურში გაუშვას თანხა, ზოგს – ჯანდაცვაში, მაგრამ ეს არის დაბალანსებული ბიუჯეტი
დღეს პარლამენტში ქვეყნის მთავარ საფინანსო დოკუმენტს – ბიუჯეტს განიხილავენ.
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, პაატა კვიჟინაძე განმარტავს, რომ ბიუჯეტი დაბალანსებულია და ქვეყნის საჭიროებებს სრულად არის მორგებული.
“პენსიების ზრდა, ხელფასების 10%-ით გაზრდა – პრაქტიკულად, არ დარჩენილა სამინისტრო, რომელსაც არ მომატებოდეს ხელფასი. ადრე საუბრობდნენ მთავარ საკითხებზე, რომ ბიუჯეტის დეფიციტი გაქვთ, ვალია დიდი, თანხები არ გყოფნით და ა.შ. ყველა პარტიას თავისი შეხედულება აქვს, ზოგს უნდა სოციალურში გაუშვას თანხა, ზოგს – ჯანდაცვაში, ზოგს – თავდაცვაში და ა.შ. მაგრამ, ჩემი აზრით, ეს არის დაბალანსებული ბიუჯეტი, რომელიც ყველა მიმართულებას უზრუნველყოფს,”- აცხადებს პაატა კვიჟინაძე.
ინფორმაციისთვის, საქართველოს 2024 წლის ბიუჯეტი 28,5 მილიარდი ლარია.
ბიუჯეტში მობილიზებული თანხა ხელფასების ზრდას, პროექტების დაფინანსებას, ჯანდაცვის, განათლებისა და ეკონომიკის, ასევე, სოციალურ მიმართულებებს უნდა მოხმარდეს.