აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან მიმდინარე კვირაში მოლაპარაკებების მიზანი ორ სახელმწიფოს შორის ნორმალური კომუნიკაციის აღდგენაა, მათ შორის სამხედრო კონტაქტებიც.
როგორც Reuters-ი იუწყება, ჟურნალისტებთან საუბრისას ჯო ბაიდენმა აღნიშნა, რომ დაძაბული ურთიერთობების პერიოდის შემდეგ, ის ცდილობს ჩინეთთან ურთიერთობა უკეთესობისკენ შეცვალოს.
აღსანიშნავია, რომ ორი ქვეყნის ლიდერი ერთმანეთს ხვალ სან-ფრანცისკოში შეხვდება.