„პრეზიდენტს თუ თემურ იაკობაშვილი ეხმარება, ძალიან კარგია“

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებას, რომ პრეზიდენტის გარეს ასამბლეაში ვიზიტის ორგანიზებაში თემურ იაკობაშვილი მონაწილეობდა „ნაციონალური მოძრაობიდან“ გამოხმაურებები მოჰყვა. უმცირესობის წევრის დავით დარჩიაშვილის განცხადებით, კარგია თუ მარგველაშვილს ვიზიტის ორგანიზებაში იაკობაშვილი ეხმარება.
„თუ ეხმარება ძალიანაც კარგი. პრეზიდენტია ქვეყნის, თქვენ არ აირჩიეთ ეს პრეზიდენტი? თუ ბიძინა რასაც იტყვის ისეთი დამოკიდებულება უნდა გამოიმუშაოს საზოგადოებამ მარგველაშვილის მიმართ? ჩემთვის ის არის პოლიტიკური შეხედულებებით მიუღებელი ადამიანი, მაგრამ არის კონსტიტუციური თანამდებობის – პრეზიდენტის თანამდებობის დამკავებელი“, – განაცხადა დავით დარჩიაშვილმა.
აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით დღეს კომენტარი გააკეთა იუსტიციის მინისტრმა. თეა წულუკიანის თქმით, მას აქვს ინფორმაცია, რომ პრეზიდენტის ვიზიტის ორგანიზებაში თემურ იაკობაშვილი მონაწილეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები