„არც რომელიმე პოლიტიკური გუნდი შემიქმნია, არც გადავსულვარ რომელიმე გუნდში“
კოჰაბიტაცია ნიშნავს იმას, რომ პრეზიდენტი არის ერთი პოლიტიკური გუნდიდან და მეორე პოლიტიკური გუნდი არსებობს, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი ჟურნალისტის კითხვას, იგეგმება თუ არა ახალი კოჰაბიტაციური ეტაპის დაწყება. მარგველაშვილმა განაცხადა, რომ იგი სხვა გუნდში არ გადასულა.
“კოჰაბიტაცია ნიშნავს იმას, რომ პრეზიდენტი არის ერთი პოლიტიკური გუნდიდან და მეორე პოლიტიკური გუნდი არსებობს. არც რომელიმე პოლიტიკური გუნდი შემიქმნია, არც გადავსულვარ რომელიმე გუნდში. მე ვასრულებ ჩემს მოვალეობებს კონსტიტუციის მიხედვით, არც ერთი ნაბიჯი მე არ გადამიდგამს საპირპისპირო. თუ მოხდება ძალის გადაქაჩვა პალამენტის უფლებამოსილების, პრეზიდენტის და სხვა მიმართულებით, ყველგან მე დავაფიქსირებ ჩემს პოზიციებს. არც ერთი შემთხვევა არ ყოფილა, როდესაც მე პოლიტიკურ თემებზე მქონოდა დაპირისპირება. მაგრამ ინსტიტუციურ თემებზე, რომ პრეზიდენტი, ისევე როგორ პარლამენტი და აღმასრულებელი არიან დამოუკიდებელი ინსტიტუტები და მათ ევალებათ, რომ გააძლიერონ დემოკრატია საქართველოში, ამასთან დაკავშირებით მე რა პოზიცია მანამდე მქონდა, იგივეს ვინარჩუნებ“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.