№200 სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები სრულდება

თბილისის №200 სკოლა-პანსიონში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეები სწავლობენ. როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში აღნიშნავენ, სკოლაში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები სრულდება. სამინისტროს ინფორმაციით, სკოლის რეაბილიტაციის პირველი გადაუდებელი ეტაპი, დასრულდა, რაც ითვალისწინებდა სკოლაში გარე საკანალიზაციო სისტემის მთლიან დემონტაჟს და კაპიტალურ შეკეთებას. გარდა ამისა, ნაწილობრივ წყლის სისტემის მოწესრიგებას, ასევე სკოლის საცხოვრებელ შენობაში საპირფარეშოების მოწყობას, ინკლუზოიური ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით, საშხაპეთი და სამრეცხაოთი. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სასადილოს, გარე კიბეების და პანდუსისი მონტაჟი. რეაბილიტაციის მეორე ეტაპი ეზოს მთლიან კეთილმოწყობას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები