მწერალთა სახლი ამერიკელ პოეტს, მწერალსა და მთარგმნელს, ლინ კოფინს 80 წლის იუბილეს ულოცავს
მწერალთა სახლი ულოცავს ამერიკელ პოეტს, მწერალსა და მთარგმნელს, ლინ კოფინს 80 წლის იუბილეს.
ლინ კოფინი 30-ზე მეტი პოეტური წიგნის, დრამატურგიული ნაწარმოებისა და მხატვრული ლიტერატურის ავტორია.
მწერალთა სახლის ინფორმაციით, მას ქართული ლიტერატურის პოპულარიზაციისთვის დიდი წვლილი მიუძღვის. ლინ კოფინის მიერ ნათარგმნი შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“ ინგლისურად პირველი პოეტური თარგმანია 16-მარცვლიანი შაირით, რომელიც დედანთან მაქსიმალურად მიახლოებულია. „ვეფხისტყაოსნის“ თარგმანისთვის ლინ კოფინს 2016 წელს ლიტერატურული პრემია „საბა“ მიენიჭა.

ლინ კოფინის თარგმანები შევიდა 2013 წელს აშშ-ში გამოცემულ „ქართული პოეზიის ანთოლოგიაში”. ესენია: ნაწყვეტები „ვეფხისტყაოსნიდან”, ალექსანდრე ჭავჭავაძის, გრიგოლ ორბელიანის, ნიკოლოზ ბარათაშვილის, გალაკტიონ ტაბიძის და სხვათა ლექსების თარგმანები.