“ადამიანი თუ კონკრეტულ დანაშაულებრივ საქმეშია ჩართული, კეზერაშვილი იქნება, ლილუაშვილი თუ კილაძე, რასაკვირველია, პასუხისგებაში მიეცემა” – ვოლსკი

“ადამიანი თუ კონკრეტულ დანაშაულებრივ საქმეშია ჩართული, კეზერაშვილი იქნება, ლილუაშვილი თუ კილაძე, რასაკვირველია, პასუხისგებაში მიეცემა”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

კერძოდ, როგორც დეპუტატმა თქვა, ელისო კილაძის “უსაფუძვლო ბრალდებების სამიზნე შეიძლება, ყველა გახდეს”.

„ამ შემთხვევაში, პასუხისმგებლობა გამოიხატება იმით, რომ ბევრი ასეთი დანაშაული გამოვლენილია და დამნაშავეები განსასჯელის სკამებზე აღმოჩნდნენ. რაც შეეხება ელისო კილაძეს, ისტერიკის გარკვეული ფორმაა, როცა რაღაცაზე პასუხს მოგთხოვენ, სიცრუეს ავრცელებ. ფარული ჩანაწერი მოვისმინეთ, სადაც კონკრეტულ პირებს ცრუ ინფორმაციის გავრცელებას ემუქრება, თუ მის ნებას არ დაჰყვებიან და მის მოთხოვნებს არ შეასრულებენ. მისი უსაფუძვლო ბრალდებების სამიზნე შეიძლება, ყველა გახდეს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, საქართველოს პროკურატურამ ე.წ. ქოლცენტრების, თაღლითობისა და ფულის გათეთრების საქმეზე ოთარ ფარცხალაძეს ბრალი წარუდგინა – საქმის ფარგლებში, დაკავებულია „ქრონიკა +“-ის დამფუძნებელი, ელისო კილაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები