“ის სახსრები, რომლებიც მიმართულია თვითმმართველობისაკენ, უნდა იყოს გამოყენებული მაქსიმალურად ეფექტურად” – ქადაგიშვილი
“სახელმწიფო განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს თვითმმართველობის არა მარტო ინსტიტუციურ განვითარებას, არამედ მისი ფინანსური შესაძლებლობების გაზრდას, ინსტიტუციური ზრდის მიმართულებით”, – ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ისაუბრა.
როგორც მან განმარტა, თვითმმართველობა არის ხელისუფლება, რომელსაც ყველაზე აქტიური და მჭიდრო კონტაქტი აქვს მოქალაქეებთან, ქალაქსა თუ რეგიონებში.
“ის სახსრები, რომლებიც მიმართულია თვითმმართველობისაკენ, უნდა იყოს გამოყენებული მაქსიმალურად ეფექტურად“, – თქვა ქადაგიშვილმა.