გიორგი მარგველაშვილი: ცოტა უცნაურია, პრეზიდენტი იყოს ვინმეს კონკურენტი

ცოტა უცნაურია, პრეზიდენტი იყოს ვინმეს კონკურენტი ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მიერ გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში პრეზიდენტთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას. როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, სახელისუფლებო ინსტიტუტებს შორის ბალანსი შენარჩუნდება. მარგველაშვილის თქმით, ეს მისი ვალდებულებაა.
“ინტერვიუს ვერ შევაფასებ, არ მინახავს, მაგრამ არ აქვს არავითარი კონკურენცია. პრეზიდენტს აქვს თავისი უფლებამოსილებები, რომელთა აღსრულება ჩემი ვალდებულებაა და მე მათ აღვასრულებ. თუ იქნება ასეთი პრობლემური მომენტები, რომ შეიქმნება პრობლემა ჩემს ვიზიტებთან დაკავშირებით და ა.შ, ჩემი აზრით, ეს ის არის, რაშიც ვცხოვრობთ. უფრო მაღალი ღირებულება უნდა იყოს ის, რომ შევასრულოთ ჩვენი კონსტიტუციური მოვალეობა. მე ამ ვითარებაში არსაითკენ არ ვქაჩავ, ასე ვთქვათ, საბანს, იმიტომ, რომ მე არც მინისტრების დანიშვნა მჭირდება და არც არავის პოლიტიკურ გუნდს არ ვწევ წინ, მაგრამ რაც შეეხება ინსტიტუტებს შორის ბალანსს, ეს შენარჩუნდება და ესაა ჩემი ვალდებულება”, – განაცხადა მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები