“ძალიან ბევრი პალესტინელი დაიღუპა” – ენტონი ბლინკენი

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ღაზას სექტორში დიდი რაოდენობით მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაგმო და თქვა, რომ მეტი უნდა გაკეთდეს, რათა “მინიმუმამდე იყოს შემცირებული პალესტინელი მშვიდობიანი მოსახლეობისთვის მიყენებული ზიანი”.

მიუხედავად იმისა, რომ ბლინკენმა შეაქო ისრაელი ყოველდღიური ჰუმანიტარული პაუზებისა და ორი ჰუმანიტარული დერეფნის გამოცხადებისთვის, მან თქვა, რომ „შეძლება და უნდა გაკეთდეს მეტი”.

ამის შესახებ მან ნიუ-დელიში პრესკონფერენციაზე თქვა.

„ძალიან ბევრი პალესტინელი დაიღუპა. ბოლო კვირებში ძალიან ბევრი დაზარალდა. ჩვენ გვინდა, ყველაფერი გავაკეთოთ, რათა თავიდან ავიცილოთ ზიანი და მაქსიმალურად გავზარდოთ დახმარება, რომელსაც პალესტინელი მშვიდობიანი მოქალაქეები იღებენ. ჩვენ გავაგრძელებთ ისრაელთან კონკრეტული ნაბიჯების განხილვას, რომლებიც საჭიროა ამ მიზნების მისაღწევად“, – დასძინა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები