“ომი შეიძლება, მოულოდნელად დასრულდეს” – ერმაკი
უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი მიიჩნევს, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომმა დასრულებამდე 70%-იანი ზღვარი უკვე გადალახა.
ამის შესახებ “უკრაინსკა პრავდა” წერს.
„ვფიქრობ, არავინ იცის, როდის დასრულდება ომი. ეს შეიძლება, ძალიან მოულოდნელად დასრულდეს და სწორედ ამისთვის ყველაფერი კეთდება. არსებობს მრავალი ფაქტორი, რომელიც ამაზე გავლენას ახდენს. მაგრამ ძალიან ვისურვებდი, რომ ეს რაც შეიძლება მალე მოხდეს“, – თქვა ერმაკმა.
ერმაკმა ომი 100-მეტრიან რბოლას შეადარა და თქვა, რომ „70 მეტრი უკვე გავირბინეთ. მაგრამ ეს ბოლო 30 ყველაზე რთულია. და თუ დაიწყებ ფიქრს, რომ იმარჯვებ, შესაძლოა, ყველაფერი დაკარგო“.