არჩილ თალაკვაძე: უმსგავსო და საკუთარ ქვეყანასთან დაპირისპირებული ხალხი გვაკრიტიკებს დღეს
“როდესაც შენს ქვეყანას მწვანე შუქს უნთებს ევროკავშირი კანდიდატის სტატუსის მისაღებად და შენ ამბობ, რომ თითქოს ხალხი შედის ევროკავშირში და ხელისუფლება ვერა ან პირიქით, ნიშნავს, რომ პოლიტიკურად გაკოტრებული ხარ და შენი ადგილი ევროპულ, მომავლის პოლიტიკაში არ არის”,- ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს ევროპული სტატუსის დასაბლოკად ოპოზიცია ლობისტებს ქირაობდა.
„არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს არის პოლიტიკური ბანაკი და ეს არის პოლიტიკური ოპოზიცია, რომელიც ქირაობდა ლობისტებს, რომ საქართველოს ევროპული სტატუსი დაებლოკა. ლამის იმასაც ამბობდნენ, რომ თუ სტატუსს მივიღებთ ეს იქნება რუსული სტატუსიო. ასეთი უმსგავსო და საკუთარ ქვეყანასა და სამშობლოსთან დაპირისპირებული ხალხი გვაკრიტიკებს დღეს. როდესაც შენს ქვეყანას მწვანე შუქს უნთებს ევროკავშირი კანდიდატის სტატუსის მისაღებად და შენ ხარ დაკავებული მხოლოდ და მხოლოდ იმით, რომ ხელისუფლებას რაღაცას უსამძიმრებ, რომ თითქოს საქართველომ გეოპოლიტიკური მდგომარეობა შეიცვალა და თითქოს ხალხი შედის ევროკავშირში და ხელისუფლება ვერა ან პირიქით, ასეთი განცხადებებით როცა ხარ დაკავებული, ეს იმას ნიშნავს, რომ პოლიტიკურად გაკოტრებული ხარ და შენი ადგილი ევროპულ, მომავლის პოლიტიკაში არ არის“,- აღნიშნა თალაკვაძემ.