მაკა ბოჭორიშვილი: ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში იქნება სხვადასხვა რეკომენდაცია, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს
ევროკავშირში გაწევრიანების ეტაპი, რაც საქართველომ უნდა გაიაროს, იქნება მრავალი, – ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
“ამ პროცესში იქნება სხვადასხვა რეკომენდაცია, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს. ბევრი მათგანი ბუნებრივად უკავშირდება საბაზისო პრინციპებს, რასაც ნებისმიერი დემოკრატიული სახელმწიფო ეფუძნება, რომელსაც ევროკავშირის წევრობა სურს და დიდწილად ასეთი რეკომენდაციები სწორედ დემოკრატიის გაძლიერებას უკავშირდება ქვეყანაში.
ნებისმიერი დემოკრატიული სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია არჩევნების სამართლიან და თავისუფალ გარემოში ჩატარება, საქართველომ არაერთხელ აჩვენა, რომ ასეთი რამ შეუძლია“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა. რეკომენდაციები ევროპულ საბჭოს გადაეგზავნება. ლიდერები საბოლოო გადაწყვეტილებას, დეკემბერში მიიღებენ.