მიხეილ დაუშვილი: დასაკარგი დრო არ გვაქვს – ლიდერები უნდა გავხდეთ ევროინტეგრაციის პროცესში

“ეს არის მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი და გამარჯვება ჩვენი ხალხის. ჩვენ არ გვაქვს დასაკარგი დრო, დიდი ჩამორჩენა გვაქვს”,- ამის შესახებ “საქართველოსთვის” წევრი, მიხეილ დაუშვილი კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით აცხადებს.

მისივე თქმით, ახლა დაპირისპირების დრო არ არის.

“ეს ჩამორჩენა აღმოსაფხვრელია იმიტომ, რომ ჩვენ ლიდერები უნდა გავხდეთ ევროინტეგრაციის პროცესში და უნდა გავაგრძელოთ ეს პროცესი. ამისთვის საჭიროა რეფორმები, გაერთიანება და არა დაყოფა, დაპირისპირება, პოლარიზაცია და ა.შ. ამიტომ, დღეს ეს არის ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი”, – აცხადებს დაუშვილი.

ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა. რეკომენდაციები ევროპულ საბჭოს გადაეგზავნება. ლიდერები საბოლოო გადაწყვეტილებას დეკემბერში მიიღებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები