“ხალხი ახორციელებს ქვეყნის მართვას იმ არჩეული მთავრობის მეშვეობით, რომელიც დღეს ქვეყანას მართავს” – გია ვოლსკი

„ევროკომისიის ისტორიულ გადაწყვეტილებაზე რადიკალური ოპოზიციის განცხადებები რაც ვიხილეთ, პოლიტიკური საფლავიდან ამოძახილს ჰგავდა – „1:0 მოვუგეთ „ქართულ ოცნებას“ იმით, რომ სტატუსი მივიღეთ“, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

„ხალხი სწორედაც რომ ახორციელებს ქვეყნის მართვას. მას ახორციელებს კონსტიტუციის მიხედვით. იმ არჩეული მთავრობის მეშვეობით, რომელიც დღეს ქვეყანას მართავს. განცხადებები, რაც ვიხილეთ, პოლიტიკური საფლავიდან ამოძახილს ჰგავდა – „1:0 მოვუგეთ „ქართულ ოცნებას“ იმით, რომ სტატუსი მივიღეთ“. სამწუხაროა, რომ პოლიტიკური თუ არაპოლიტიკური სუბიექტი რაღაც შეუსაბამო განცხადებებს აკეთებს“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა. რეკომენდაციები ევროპულ საბჭოს გადაეგზავნება. ლიდერები საბოლოო გადაწყვეტილებას დეკემბერში მიიღებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები