„ამ გადაწყვეტილებით შეუქცევადი გახდა საქართველოს ევროპული ინტეგრაცია“ – ილია დარჩიაშვილი ევროკომისიის რეკომენდაციაზე

საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა „ქრონიკასთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ საქართველოსა და ევროკავშირის ორმხრივი დღის წესრიგი უფრო კომპლექსური ხდება.

„ამ გადაწყვეტილებით შეუქცევადი გახდა საქართველოს ევროპული ინტეგრაცია, რადგან კანდიდატი ქვეყნის სტატუსით საქართველო ჩადგება იმ ქვეყნების რიგში, რომელთა საბოლოო წევრობა ევროკავშირში გარდაუვალი იქნება. შესაბამისად, რაც უფრო ვუახლოვდებით ევროკავშირს, მით უფრო კომპლექსური ხდება ჩვენი ორმხრივი დღის წესრიგი ევროკავშირთან, უფრო მასშტაბური ხდება რეფორმები, აქსელერაციას მოითხოვს ეს და ჩვენ ამისთვის მზად ვართ“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.

ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა. რეკომენდაციები ევროპულ საბჭოს გადაეგზავნება. ლიდერები საბოლოო გადაწყვეტილებას, დეკემბერში მიიღებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები