პუტინი ყაზახეთში ჩავიდა
რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ოფიციალური ვიზიტით ასტანაში ჩავიდა, სადაც მოლაპარაკებებს ყაზახ კოლეგა კასიმ-ჟომარტ ტოყაევთან გამართავს და მასთან ერთად მიიღებს მონაწილეობას რეგიონთაშორისი თანამშრომლობის ფორუმში.
მოლაპარაკებები ვიწრო და გაფართოებულ ფორმატში გაიმართება.
როგორც კრემლის პრესსამსახური იტყობინება, ლიდერები განიხილავენ რუსეთ-ყაზახეთის სტრატეგიული პარტნიორობისა და ალიანსის ურთიერთობების შემდგომი განვითარების ძირითად საკითხებს, ევრაზიულ სივრცეში ინტეგრაციის ფარგლებში ურთიერთქმედების პერსპექტივებს, ასევე, რეგიონის აქტუალურ, საერთაშორისო პრობლემებს.
ვიზიტის შემდეგ, პუტინი და ტოყაევი მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ.