“მნიშვნელოვანი ნაბიჯი საქართველოსთვის ევროინტეგრაციის გზაზე, ბევრი მოუთმენლად ელოდა ამ მომენტს” – ნიდერლანდების ელჩი

ნიდერლანდების ელჩი საქართველოში, მელინე არაკელიანი ევროკომისიის რეკომენდაციებს ეხმაურება.

„მნიშვნელოვანი ნაბიჯი საქართველოსთვის ევროინტეგრაციის გზაზე. ბევრი მოუთმენლად ელოდა ამ მომენტს. საბოლოო გადაწყვეტილებას ევროკავშირის წევრი ქვეყნები 14-15 დეკემბერს გამართულ ევროპულ საბჭოზე მიიღებენ“, – წერს ელჩი X-ზე.

ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები