„მოდით, ერთად წავიდეთ წინ, დეკემბერში ევროპული საბჭოს დადებითი გადაწყვეტილებისა და სათანადო დროს გაწევრიანებისკენ“ – გერმანიის ელჩი საქართველოში
გერმანიის ელჩი საქართველოში, პიტერ ფიშერი ევროკომისიის რეკომენდაციებს ეხმაურება.
„ევროკომისიამ რეკომენდაცია გასცა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად. მომავალი არის ევროპა. მოდით, ერთად წავიდეთ წინ, დეკემბერში ევროპული საბჭოს დადებითი გადაწყვეტილებისა და სათანადო დროს გაწევრიანებისკენ“, – დაწერა ელჩმა X-ზე.
ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა.