პოლონეთის საელჩო: საქართველოს ვულოცავთ ევროკომისიის გადაწყვეტილებას, ეს არის უზარმაზარი ნაბიჯი ევროკავშირში გაწევრიანებისკენ

საქართველოში პოლონეთის საელჩო ევროკომისიის რეკომენდაციას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ, ეხმაურება.

საელჩოს მილოცვაში აღნიშნულია, რომ ევროკომისიის გადაწყვეტილება ევროკავშირში გაწევრიანებისკენ გადადგმული უზარმაზარი ნაბიჯია.

„საქართველოს ვულოცავთ ევროკომისიის გადაწყვეტილებას! ეს არის უზარმაზარი ნაბიჯი ევროკავშირში გაწევრიანებისკენ!“, – წერს საელჩო “ტვიტერში”.

ინფორმაციისთვის, გუშინ ევროკომისიის ანგარიში გამოქვეყნდა. ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები