ილია დარჩიაშვილი: ჩვენ ხალხის იმედებს აუცილებლად გავამართლებთ, როგორც აქამდე და საქართველოს ევროპულ მომავალს ნამდვილად ვაქცევთ რეალობად
ჩვენ ხალხის იმედებს აუცილებლად გავამართლებთ, როგორც აქამდე და საქართველოს ევროპულ მომავალს ნამდვილად ვაქცევთ რეალობად, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მინისტრმა ევროინტეგრაციის გზაზე ინკლუზიურობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და ოპოზიციას ამ პროცესში ჩართვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.
„ფაქტი ერთია – ჩვენ ყველას მოვუწოდებთ, ვისაც კი ძალუძს რაიმე ღირებული აგური დადოს ჩვენი ევროპული ინტეგრაციის გზაზე, ეს გააკეთოს, რადგან ინკლუზიურობა ამ პროცესში მნიშვნელოვანია. ჩვენი მოსახლეობა და ხალხი ხედავს რეალობას, იმ შედეგებს, რომელიც მოაქვს ჩვენს ძალიან თანმიმდევრულ და ძალიან სწორ პოლიტიკას ევროინტეგრაციის მიმართულებით. ძალიან ბევრი ხელშესახები შედეგი უკვე გვაქვს“, – აღნიშნა დარჩიაშვილმა.
ცნობისთვის, ევროკომისიამ რეკომენდაციით მიმართა ევროპულ საბჭოს, რომ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭოს.