ხავიერ კოლომინა: ნატო მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს ადამიანის უფლებების შეზღუდვა და გაიყვანოს მისი ძალები საქართველოდან

ვგმობთ რუსი მესაზღვრეების მიერ საქართველოში, კირბალში საქართველოს ერთი მოქალაქის მკვლელობას და მეორის გატაცებას, – ამის შესახებ სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი, ხავიერ კოლომინა სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ნატო მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს ადამიანის უფლებების შეზღუდვა და გაიყვანოს მისი ძალები საქართველოდან.

„ვგმობთ რუსი მესაზღვრეების მიერ საქართველოში, კირბალში საქართველოს ერთი მოქალაქის მკვლელობას და მეორის გატაცებას, და მოვუწოდებთ იგი დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ.

ნატო მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს ადამიანის უფლებების შეზღუდვა და დარღვევა და გაიყვანოს მისი ძალები საქართველოდან“, – წერს ხავიერ კოლომინა X-ზე.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, გუშინ, 6 ნოემბერს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ადგილობრივი მცხოვრებლის უკანონოდ დაკავების მცდელობისას, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სროლის შედეგად გარდაიცვალა საქართველოს მოქალაქე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები