8 ნოემბერი
11:00 საათზე მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით
უსაფრთხოების საკითხების ანალიტიკოსის, “კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის” თავმჯდომარის, ზაალ კასრელიშვილის პრესკონფერენცია გაიმართება.
მის: კოსტავას ქ.47/57. საკონტაქტო: 593 53 45 24
8 ნოემბერს, 18:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქართული დიასპორის თვალსაჩინო წარმომადგენელს, ამჟამად საფრანგეთში მცხოვრებ ოთარ პატარიძეს უმასპინძლებს.
შეხვედრა თსუ-ის ბიბლიოთეკაში, მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზში გაიმართება, რომელში მონაწილეობას, ამავე უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და მოწვეული სტუმრები მიიღებენ.
დამსწრე საზოგადოებას შორის ასევე იქნებიან – ქართული ემიგრაციის წარმომადგენლები და ოთარ პატარიძის ოჯახის წევრები. ა.წ. 3 ივლისს, ოთარ და თინა პატარიძეების ინიციატივით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ქართული ემიგრაციის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენლის ელისე პატარიძის პირადი არქივი გადმოეცა, რომელიც საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გოჩა ჯავახიშვილმა ჩამოიტანა.
უნიკალური საარქივო მასალები ელისე პატარიძის სტატიებს, მოხსენებებსა და პუბლიკაციებს მოიცავს.