„ამას კაცობა არ ჰქვია“ – სალომე ზურაბიშვილი გია ვოლსკის

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, გია ვოლსკის მიერ მის მიმართ გაკეთებულ განცხადებას “კაცობა არ ჰქვია”.

“ამას ვერც პოლიტიკას და ვერც პოლიტიკოსობას ვერ დავაბრალებთ ! და ამას კაცობა რომ არ ჰქვია, ეს კი ყველას გვესმის!” , – წერს ზურაბიშვილი.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გია ვოლსკიმ სალომე ზურაბიშვილის შესახებ განაცხადა, რომ მას საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობა გაუხარდა. მისივე თქმით, ზურაბიშვილს რეალურად ქვეყნისთვის არც კანდიდატის სტატუსის მინიჭება სურს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები