ლარი გამყარდა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7000 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7061 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0061 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8847 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9104 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0257 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ძალაში ხვალ შევა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები