“კირბალთან 50-მდე მშვიდობიანი მოქალაქეა შეკრებილი, საპროტესტო აქცია არ მიმდინარეობს, ვითარება სტაბილურია” – ე.წ.სამხრეთ ოსეთის ” “კგბ”-ს განცხადება

ე.წ.სამხრეთ ოსეთის ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის (КГБ) ინფორმაციით, “სამხრეთ ოსეთ-საქართველოს საზღვრის მონაკვეთზე” ვითარება ზოგადად სტაბილურია, მისი ესკალაციის ტენდენციები არ ფიქსირდება.

ამის შესახებ ე.წ.უწყების განცხადებაშია ნათქვამი.

აღნიშნულია, რომ, “ამავე დროს, კირბალთან 50-მდე მშვიდობიანი მოქალაქის შეკრება აღინიშნება. ამ დროისთვის მათი მხრიდან საპროტესტო აქციები არ მიმდინარეობს. საქართველოს მხრიდან არსებულ ვითარებას პოლიცია აკვირდება.

სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის უსაფრთხოების უზრუნველყოფის კონტექსტში, საფრთხის დროული იდენტიფიკაციისა და ლოკალიზაციის ინტერესებიდან გამომდინარე, კგბ და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სასაზღვრო სამსახური, რუსეთის ФСБ-ს სასაზღვრო დეპარტამენტთან ერთად, ​გააქტიურებულია და მუშაობენ. მიმდინარეობს საქართველოს საზღვარზე არსებული ვითარების მონიტორინგი და ტარდება ყველა საჭირო ზომა ამ ტერიტორიაზე სახელმწიფო საზღვრის რეჟიმის შესანარჩუნებლად”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები