ტოივო კლაარი – კირბალში მომხდარ ფაქტზე: ძალიან სერიოზული განვითარება, რომელიც ქართული კონფლიქტის ადამიანურ ფასს ასახავს

ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიის საკითხებში, ტოივო კლაარი სოფელ კირბალის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის ფაქტს ეხმაურება.

„ძალიან სერიოზული განვითარება, რომელიც ასახავს ქართული კონფლიქტის ადამიანურ ფასს“, – წერს ტოივო კლაარი სოციალურ ქსელ X-ზე.

მანამდე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ სოფელ კირბალთან, რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლის მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა და მოუწოდა ყველა მხარეს, გამოიჩინონ თავშეკავება და მიიღონ ყველა საჭირო ზომა შემდგომი ესკალაციის თავიდან ასაცილებლად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები