აშშ-მა ახლო აღმოსავლეთში ატომური წყალქვეშა ნავი გაგზავნა

აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) ახლო აღმოსავლეთში Ohio-ს კლასის ატომური წყალქვეშა ნავი გაგზავნა.

ამის შესახებ ინფორმაციას სარდლობა სოციალურ ქსელში ავრცელებს.

”5 ნოემბერს ოჰაიოს კლასის წყალქვეშა ნავი აშშ-ის ცენტრალური სარდლობის პასუხისმგებლობის ზონაში მივიდა,” – ნათქვამია ინფორმაციაში.

მანამდე, შეერთებულმა შტატებმა აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში ორი ავიამზიდი გაგზავნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები