„ღმერთმა მომასწროს, მალე საქართველოსა და რუსეთის პირველი პირები პირისპირ საუბრობდნენ“

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის დავით საგანელიძის აზრით, საქართველოს და რუსეთის პირველი პირების დიალოგი აუცილებლად უნდა შედგეს. ამის შესახებ დავით საგანელიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“არა თუ მიმაჩნია, რომ რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტებს შორის შეხვედრა უნდა შედგეს, ნეტავ მომასწროს ღმერთმა და რაც შეიძლება მალე, რომ საქართველოსა და რუსეთის პირველი პირები ერთმანეთთან პირისპირ საუბრობდნენ, საუბრობდნენ თბილად და არა იმაზე, ვის რამდენი შეიარაღება აქვს, ვინ ვის როგორ ემუქრება – საუბრობდნენ როგორ კეთილმეზობელი ქვეყნების ხელმძღვანელი პირები. ეს არის ჩემი ოცნება, ჩემი სურვილი. შესაბამისად, რა თქმა უნდა, საქართველოსა და რუსეთის პირველი პირები ერთმანეთს უნდა შეხვდნენ და უნდა ისაუბრონ ქვეყნებს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციაზე. ასეთი შეხვედრა რაც მალე შედგება, მით უფრო კარგი იქნება. უნდა ჰქონდეს თუ არა ადგილი წინაპირობებს? რა თქმა უნდა, უნდა იყოს – ჩვენი ქვეყნის მთავარი ამოცანა არის, იყო და იქნება, ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გადაჭრა. საქართველო ტერიტორიულ მთლიანობას იარაღის ჟღარუნით, მუქარით, ძალით და დაშინებით ვერ აღადგენს – ეს დიპლომატიური გზებით უნდა მოხდეს. დიპლომატიური გზა კი, პირველ რიგში საუბარს, მაგიდასთან დასხდომას და დიალოგს ნიშნავს”, – განაცხადა  დავით საგანელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები