თბილისში, დოლიძის ქუჩაზე მამა-შვილი დაჭრეს

თბილისში, დოლიძის ქუჩაზე ორი ადამიანი დაჭრეს.

არსებული ინფორმაციით, დაჭრილი მამა-შვილია, რომლებსაც მეზობელთან მანქანის პარკირების გამო ურთიერთშელაპარაკება მოუვიდათ. სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მეზობელმა მათ ცივი იარაღით დაზიანებები მიაყენა.

დაჭრილები ამ დროისთვის კლინიკაში არიან გადაყვანილები.

„კვირა“ მომხდარის დამატებით დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები