ბავშვებით ვაჭრობაში ეჭვმიტანილი ქალი დააკავეს

   რუსეთში ბავშვებით ვაჭრობის ბრალდებით კრივოი-როგის მაცხოვრებელი ქალბატონი დააკავეს. კრიმინალური დაჯგუფების წევრს უკრაინიდან უპატრონო ბავშვები და უსახლკაროები მოსკოვში გადაჰყავდა და ამათხოვრებდა. ბოროტმოქმედს ექსტრადიციისთვის ამზადებენ. როგორც უკრაინის სპეცსამსახურებმა განაცხადეს, ქალი დაზარალებულებს მეზობელი ქვეყნის ტერიტორიაზე ხვდებოდა, სადაც მათ საბუთებს ართმევდა და შემდეგ ამონებდა. ორი სხვა პირი, რომელიც ამ უკანონო დაჯგუფების წევრია, ჯერ კიდევ ზაფხულში უკრაინაში დააკავეს. არალეგალური ბიზნესი კრივოი – როგის მაცხოვრებლებმა 2010 წელს დაიწყეს. ისინი მსხვერპლს ფრთხილად არჩევდნენ. სასამართლომ აღიარა, რომ დაჯგუფება ადამიანების უკანონოდ გადაყვანაში არის ბრალდებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები