შემოსავლების სამსახური გადასახადის გადამხდელებს ახალ ელექტრონულ სერვისს – ,,მიწაზე ქონების გადასახადის გამომთვლელს“ სთავაზობს
მათივე ცნობით, სერვისით სარგებლობისას საკმარისია მომხმარებელმა საძიებო სისტემის შესაბამის ველებში შეიყვანოს ინფორმაცია მიწის ტიპის, მდებარეობის, ფართობის შესახებ და გაააქტიუროს ღილაკი „გამოთვლა“.
„დამატებითი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ ბმულზე. აქვე შეგახსენებთ, რომ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გადასახადის გადამხდელებს შეახსენებს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული, ფიზიკური პირის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის ვადა 1-ლი ნოემბრის ჩათვლით არის შესაძლებელი. ქონების (მათ შორის მიწის) გადასახადის გადამხდელი ფიზიკური პირები ვალდებული არიან, წარმოადგინონ ფიზიკური პირის ქონების გადასახადის 2023 წლის წლიური (2022 წელს მიღებული შემოსავლების მიხედვით) დეკლარაცია მიმდინარე წლის 1-ლი ნოემბრის ჩათვლით და გადაიხადონ კუთვნილი გადასახადი 15 ნოემბრის ჩათვლით. ქონების გადასახადის გადახდა ხორციელდება ერთიან სახაზინო კოდზე – 101001000.
დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულებზე: https://rs.ge/LawNewsArchive?newsId=1106; https://rs.ge/PersonsTaxFAQ?cat=5&tab=1; https://bit.ly/3rYddAC; https://bit.ly/3QvR1Hh
ვიდეო ინსტრუქცია იხილეთ ბმულზე: https://www.youtube.com/watch?v=O0VPEQQ61LU
სასურველი ინფორმაციის მისაღებად ასევე, შეგიძლიათ ისარგებლოთ შემოსავლების სამსახურის სერვისით “RS ჩათი“ ან დაუკავშირდეთ სატელეფონო ცენტრს 2 299 299
დღეის მონაცემებით, 170 000-ზე მეტ ფიზიკურ პირს, დეკლარაციის წარდგენის ვადის შესახებ, საინფორმაციო ხასიათის მოკლე ტექსტური შეტყობინება უკვე გაეგზავნა, შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ სისტემაში რეგისტრირებულ მობილურ ნომრებზე“, – ნათქვამია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.