შვედეთის სამეფოს ელჩმა მაია ფანჯიკიძეს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა

საქართველოში შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა მარტინა ქუიქმა საქართველოს საგარეოს საქმეთა მინისტრს მაია ფანჯიკიძეს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნავენ, რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიის შემდეგ ელჩის შეხვედრა მინისტრთან გაიმართა.
შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობების განვითარების სამომავლო გეგმები განიხილეს. როგორც შეხვედრაზე შვედეთის ახალად დანიშნულმა ელჩმა აღნიშნა, მისი ქვეყანა მოწადინებულია, კიდევ უფრო გააფართოვოს და გააღრმავოს საქართველოსთან თანამშრომლობა და ამ მიმართულებით აქტიური ნაბიჯები გადადგას. მარტინა ქუიქის განცხადებით, შვედეთის სამეფო უპირობოდ უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მხარს, ისევე როგორც საქართველოს ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციას.
შეხვედრის დასასრულს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ელჩს მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები