ისრაელი ითხოვს, რომ რუსეთმა ებრაელების უსაფრთხოება უზრუნველყოს
მაჰაჩყალის აეროპორტში განვითარებული მოვლენების ფონზე, ისრაელის ხელისუფლება იმედოვნებს, რომ რუსეთის სამართალდამცავი უწყებები ისრაელელებისა და ებრაელების უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ.
ამის შესახებ ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისის ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.
„პრემიერმინისტრის აპარატი, საგარეო საქმეთა სამინისტრო და ეროვნული უშიშროების საბჭო აკვირდებიან განვითარებულ მოვლენებს. ისრაელი ელოდება, რომ რუსეთის სამართალდამცავი ორგანოები უზრუნველყოფენ ისრაელის ყველა მოქალაქისა და ებრაელთა უსაფრთხოებას, სადაც უნდა იყვნენ ისინი და გადამწყვეტად იმოქმედებენ დამრბევთა და ველური წაქეზების წინააღმდეგ, რაც ებრაელებისა და ისრაელელების წინააღმდეგ არის მიმართული“, – ნათქვამია განცხადებაში.