კახეთში 23 წლის მამაკაცი დაჭრეს – დამნაშავე დაკავებულია

ლაგოდეხის რაიონში ინციდენტი მოხდა. სოფელ კაბალში 23 წლის მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა საბილიარდოში წუხელ, გვიან ღამით მოხდა. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, ახალგაზრდებს შორის დაწყებული სიტყვიერი დაპირისპირება ჩხუბში გადაიზარდა. ლაგოდეხის რაიონის პოლიციამ ეჭვმიტანილი უკვე დააკავა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას 1-დან 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
დაშავებულ მამაკაცს კი პირველადი სამედიცინო დახმარება ლაგოდეხის კლინიკაში ჩაუტარდა, მოგვიანებით კი ის კატასტროფის ბრიგადამ თბილისში, სპეციალიზებულ კლინიკაში გადაიყვანა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები