„არ მგონია, რომ ისევ ვნახავ მათ“ – შოტლანდიის პირველი მინისტრი სიდედრ-სიმამრის შესახებ, რომლებიც ღაზას სექტორში იმყოფებიან
„არ მგონია, რომ ისევ ვნახავ მათ“, – შოტლანდიის პირველი მინისტრი ჰაზმა იუსაფი ჰყვება, თუ რა მდგომარეობაში იმყოფებიან მისი მეუღლის მშობლები ღაზას სექტორში.
„მათი მარაგები ძალიან მალე ამოიწურება. ბოლო საკვებიღა აქვთ დარჩენილი. თუ საზღვარი არ გაიხსნება და იქიდან გამოსვლის შანსი არ მიეცემათ, ადამიანები დაიღუპებიან… ჩემი სიდედრ-სიმამრი იქ არიან – არ მგონია, რომ ისევ შეხვდეთ მათ“, – აღნიშნავს ჰაზმა იუსაფი.