ყაზახეთში, მაღაროში გაჩენილი ხანძრის შედეგად, სულ მცირე 21 ადამიანი დაიღუპა
ყაზახეთში, მაღაროში გაჩენილი ხანძრის შედეგად, სულ მცირე, 21 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მაღაროში მომუშავე 252 ადამიანიდან 23 დაკარგულად ითვლება.
ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა სამძიმარი გამოუცხადა დაღუპულთა ოჯახებს და მოითხოვა „საინვესტიციო თანამშრომლობის“ შეჩერება მაღაროს მფლობელ კომპანია ArcelorMittal-თან.