ღაზაში მყოფი მძევლების ოჯახები, გაფართოებული სახმელეთო ოპერაციის ფონზე, პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ

ისრაელის ჯარის ფართომასშტაბიანი ოპერაციის ფონზე ღაზას სექტორში, რომელიც გასულ საღამოს დაიწყო, ტყვეობაში მყოფი, დაახლოებით, 229 ადამიანის ოჯახის წევრები ისრაელის პრემიერ-მინისტრთან, ბინიამინ ნეთანიაჰუსთან და თავდაცვის მინისტრთან, იოავ გალანტთან შეხვედრას ითხოვენ.

„ეს ღამე ყველაზე საშინელი იყო“, – ნათქვამია ოჯახების მიერ გავრცელებულ მიმართვაში.

„ეს უსასრულო ღამე იყო IDF-ის მიერ წარმოებული მსხვილი ოპერაციის ფონზე ღაზას სექტორში. სრულიად უცნობია გატაცებულთა ბედი“, – აცხადებენ გატაცებულთა ოჯახები.

მათი თქმით, ძალიან რთულია, როცა არავინ ხვდება მათ სამხედრო კაბინეტიდან, რათა აუხსნან, აგდებს თუ არა სახმელეთო ოპერაცია 229 გატაცებულის ბედს საფრთხეში.

„ოჯახები შეშფოთებულები არიან თავიანთი ახლობლების ბედის გამო და ახსნას ითხოვენ. ყოველი გასული წამი უსასრულობას ჰგავს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები