მედიის ცნობით, ღაზაში ინტერნეტსა და სატელეფონო სერვისებზე წვდომა შეწყვეტილია
ღაზას სექტორში გაძლიერებული დაბომბვის შედეგად ინტერნეტსა და სატელეფონო სერვისებზე წვდომა შეწყდა, რის გამოც 2.3 მილიონ ადამიანს გარე სამყაროსა და ერთმანეთთან კავშირი არ აქვთ.
ამის შესახებ ინფორმაციას The Times Of Israel-ი ავრცელებს.
როგორც „წითელი ნახევარმთვარე“ იუწყება, მათ დაკარგეს კონტაქტი საოპერაციო შტაბთან და სამედიცინო ჯგუფებთან. ორგანიზაციაში შიშობენ, რომ ხალხი ვეღარ შეძლებს სასწრაფო დახმარების სამსახურთან დაკავშირებას.