“27 ოქტომბერი მასწავლებლის ეროვნული დღეა, მე ყოველთვის ვიდგები თქვენ გვერდით და ყველაფერს გავაკეთებ მასწავლებლების შრომის ღირსეულად დაფასებისთვის” – გიორგი ამილახვარი
“27 ოქტომბერი მასწავლებლის ეროვნული დღეა! მე ყოველთვის ვიდგები თქვენ გვერდით და ყველაფერს გავაკეთებ მასწავლებლების შრომის ღირსეულად დაფასებისთვის”, – ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, გიორგი ამილახვარი სოციალურ ქსელში წერს.
„ძვირფასო პედაგოგებო, გილოცავთ ამ უმნიშვნელოვანეს თარიღს და მთელი გულით წარმატებებსა და წინსვლას გისურვებთ!
მადლობა მინდა, გითხრათ თითოეულ თქვენგანს თავდაუზოგავი შრომისა და პროფესიონალიზმისთვის. თქვენ ხომ ასე ერთგულად ემსახურებით საქვეყნო მნიშვნელობის საქმეს!
კიდევ ერთხელ, მინდა, დაგიდასტუროთ უდიდესი პატივისცემა და ურყევი მხარდაჭერა. მე ყოველთვის ვიდგები თქვენს გვერდით და ყველაფერს გავაკეთებ მასწავლებლების შრომის ღირსეულად დაფასებისთვის“, – წერს გიორგი ამილახვარი.