62 წლის პენსიონერმა მამაკაცმა 4 ბავშვზე ძალადობა სცადა

   რუსეთის ქალაქ ვოლგოგრადში 62 წლის პენსიონერი მამაკაცის მსხვერპლი 4 ბავშვი აღმოჩნდა. მან დანაშაული უკვე აღიარა. ცნობილია, რომ ეჭვმიტანილი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა, როდესაც მან სკვერში ბავშვები შენიშნა და მათ მიმართ ძალადობა სცადა. დაზარალებულთა ასაკი 4- დან 10 წლამდეა, მათ შორის 3 გოგონა და ერთი ვაჟია. რუსული მედიის ცნობით, ბავშვებმა თავდამსხმელისგან თავის დაღწევა მოახერხეს და შემთხვევის შესახებ მშობლებს შეატყობინეს. ეჭვმიტანილი პოლიციამ უკვე დააკავა. მას 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. აღსანიშნავია, რომ მამაკაცმა დანაშაული აღიარა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები